გლობალურ ბაზარზე ნავთობი გაძვირდა - როგორია საწვავის ფასი საქართველოში
საერთაშორისო ბაზარზე ერთი კვირის განმავლობაში როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასები გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ერთი ბარელი brent-ის ტიპის საწვავი 70.36 დოლარი (+2.51%) ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება კი 68.36 დოლარია (+2.82%).
რაც შეეხება საქართველოს, შეგახსენებთ რომ, გლობალურ ბაზრებზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ივნისის ბოლოს ნედლი ნავთობის ღირებულება გაიზარდა. ამის პარალელურად, საქართველოში საწვავი 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. გაზრდილი ფასები ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 23 ივნისიდან პერიოდულად აისახა.
ამასთანავე, ბოლო კვირის განმავლობაში, საწვავის ფასები საქართველოში არ შეცვლილა. უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი ამჟამად სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
Gulf
- G-Force სუპერი - 3.47 ლარი;
- G-Force პრემიუმი - 3.07 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი - 2.97 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.87 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი - 3.03 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.93 ლარი.
Wissol
- ეკო სუპერი - 3.45 ლარი;
- ეკო პრემიუმი - 3.03 ლარი;
- ეკო დიზელი - 2.98 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.90 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.85 ლარი;
- დიზელ ენერჯი - 2.85 ლარი.
Socar
- ნანო სუპერი - 3.45 ლარი;
- ნანო პრემიუმი - 3.05 ლარი;
- ნანო ევრო რეგულარი - 2.85 ლარი;
- ევრო 5 დიზელი - 2.87 ლარი;
- ნანო ევრო 5 დიზელი - 2.99 ლარი.
Rompetrol
- Efix სუპერი - 3.49 ლარი;
- Efix ევრო პრემიუმი - 3.09 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.87 ლარი;
- Efix ევრო დიზელი - 3.06 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.99 ლარი.
Portal
- სუპერი - 2.99 ლარი;
- პრემიუმი - 2.74 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.54 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.74 ლარი;
- ეფექტური დიზელი - 2.54 ლარი.