თეგებით ძიება

როგორ გადაურჩა დამანგრეველ მიწისძვრას ტაივანის ყველაზე მაღალი შენობა? - რა არის გიგანტური სფერო, რომელიც შენობას მდგრადობას უნარჩუნებს?

ტა­ი­ვან­ში ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, 7,4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და, რო­მელ­საც სულ მცი­რე, 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, შე­ნო­ბე­ბი და­ინ­გრა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცუ­ნა­მის საფრ­თხის შე­სა­ხე­ბაც გა­აფრ­თხი­ლა მთავ­რო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბა.

თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, მი­წისძვრის დროს გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ვხე­დავთ, რო­გორ ირ­ხე­ვა კუნ­ძუ­ლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა და არ ინ­გრე­ვა. ეს არის 1.8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ცა­თამბჯე­ნი Taipei 101.

500 მეტ­რის სი­მაღ­ლის შე­ნო­ბა ისეა და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი, რომ მი­წისძვრი­სა და ქა­რის დროს შე­ნო­ბის რყე­ვა 40%-ით ნაკ­ლე­ბია. შე­ნო­ბის სიმ­ტკი­ცის სა­ი­დუმ­ლო მის შიგ­ნით, 92-ე სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი გი­გან­ტუ­რი სფე­როა. როცა შე­ნო­ბა ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით იხ­რე­ბა, ფო­ლა­დის სფე­რო სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით იხ­რე­ბა და კონ­სტრუქ­ცია წო­ნას­წო­რო­ბას ასე ინარ­ჩუ­ნებს. ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე­დი რხე­ვი­სა, ცა­თამბჯე­ნი მა­ინც მყა­რად დგას.

ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა აგა­თოკ­ლის გი­ა­რი­ლის­მა ჭკვი­ა­ნი სფე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ქან­ქა­რას შე­ა­და­რა: "ეს ფო­ლა­დის სფე­რო კონ­სტრუქ­ცი­ა­სა და სფე­როს შო­რის შე­და­რე­ბი­თი რხე­ვის მოძ­რა­ო­ბე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლა­დაა შექ­მნი­ლი და მან­ქა­ნის ამორ­ტი­ზა­ტო­რებს წა­ა­გავს".

ცა­თამბჯე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა 1999 წელს და­ი­წყო და 2004 წელს დას­რულ­და. მისი დი­ზა­ი­ნი ბამ­ბუ­კის ყლორ­ტის მიმსგავ­სე­ბი­თაა შექ­მნი­ლი. შე­ნო­ბის ყვე­ლა სარ­თულ­ზეა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ფო­ლა­დის საყ­რდე­ნე­ბი, რათა შე­ნო­ბის სიმ­ტკი­ცე კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­როს. შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა ტუ­რის­ტებ­საც შე­უძ­ლი­ათ. მათ უფ­ლე­ბა აქვთ, 88-92-ე სარ­თუ­ლე­ბი­დან ქა­ლა­ქის ხე­დით დატ­კბ­ნენ.

ტა­ი­ვა­ნი მი­წისძვრე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლი კუნ­ძუ­ლია. უკა­ნას­კნელ­მა ძლი­ერ­მა მი­წისძვრამ 9 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, 50 კი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. მაშ­ვე­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. მთავ­რო­ბის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მი­წისძვრამ და ბიძ­გებ­მა 24 მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვია და 35 გზა, ხიდი და გვი­რა­ბი და­ა­ზი­ა­ნა.

წყა­რო: dailymail


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა