თეგებით ძიება

ჩინეთი ტიბეტში $167-მილიარდიანი მეგა ჰესის აშენებას იწყებს

ჩინეთმა მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ის ტიბეტში მდებარე იარლუნგ ცანგბოს მდინარეზე აშენდება და $167 მილიარდი დოლარი დაჯდება.

5 კაშხლისაგან შემდგარი ჰესების სისტემა 50 კილომეტრზე გადაიჭიმება და ყოველწლიურად 300 მილიარდ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალი ჰესი მსოფლიოში ყველაზე მძლავრ, იანძზე აგებულ Three Gorges Dam-ზე 3-ჯერ ძლიერი იქნება. ჰიდროელექტროსადგურების სისტემას ჩინური Yajiang Group-ი ახორციელებს.

მეგა ჰესის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას 19 ივლისს ჩინეთის პრემიერი, ლი ქიანგი დაესწრო. მშენებლობა კი, სავარაუდოდ, მომავალ ათწლეულში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი პროექტის განხორციელებას მკაფიო მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ინდოეთსა და ბანგლადეშში შიშობენ, რომ იარლუნგ ცანგბოზე მეგა-ჰესის აშენება უწყლობას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს. რაც შეეხებათ გარემოს დაცვით ორგანიზაციებს, ისინი ტიბეტის უნიკალური ბუნებისთვის გრძელვადიანი და შეუქცევადი ზიანის მიყენებაზე საუბრობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა