ოქროს ფასი 3,400 დოლარამდე გაიზარდა
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ზრდის დინამიკა გრძელდება - ამჯერად უნცია მეტალის ფასმა 3,400-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც ერთ კვირაში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ერთწლიან პერიოდში მატება 41%-ს აღწევს.
ვერცხლიც პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა, რომელსაც ერთ კვირაში 3%-იანი ზრდა აქვს, ხოლო ერთწლიან პერიოდში ის 33%-იან გაძვირებას აფიქსირებს.
ძვირფასი მეტალების გაძვირების მიზეზს რაც შეეხება, ეს მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით, სატარიფო დაპირისპირებით და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის მოლოდინით არის განპირობებული, რაც ოქროსა და ვერცხლზე, როგორც ჰეჯირებისათვის განკუთვნილ აქტივებზე მოთხოვნას ზრდის.