თეგებით ძიება

6 თვეში საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტი გაუიაფდა - სად რამდენი შევიძინეთ?

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაუიაფდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 601 მილიონ 850 ათასი დოლარის ღირებულების 808 559 ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს ღირებულებაში 4.9%-ით ჩამორჩება, მოცულობაში კი 8.9%-ით გაიზარდა.

იმპორტის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს 6 თვის ჭრილში საქართველო 1 ტონა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს საშუალოდ 853 დოლარად შემოდიოდა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ტონა ნავთობპროდუქტების შეძენის საშუალო ღირებულება 744 დოლარამდე შემცირდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებით არის განპირობებული.

საქართველოს იმპორტში ნავთობსა და ნავთობპროდუქტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. იანვარ-ივნისში მთლიან იმპორტში 6.9%-იანი წილით ამ საქონელს მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, შემცირების მიუხედავად, იმპორტირებული საქონლის რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა.

ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელი მიმდინარე წელსაც რუსეთი რჩება. ამ პერიოდში შესყიდვების 47.2% სწორედ რუსეთზე მოდიოდა და იმპორტი წლიურად როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობითაც გაზრდილია. [2024 წლის 6 თვე - $264.6 მლნ, 344 960ტონა].

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

რუსეთი - $284.5 მლნ, 409 171 ტონა;

რუმინეთი - $117.4 მლნ, 157 130 ტონა;

ბულგარეთი - $85.8 მლნ, 115 578 ტონა;

თურქეთი - $34.1 მლნ, 36 860 ტონა;

აზერბაიჯანი - $22.5 მლნ, 33 743 ტონა;

უზბეკეთი - $8.2 მლნ, 13 860 ტონა;

გერმანია - $8 მლნ, 1 648 ტონა;

თურქმენეთი - $7.8 მლნ, 11 870 ტონა;

საბერძნეთი - $5.2 მლნ, 6 792 ტონა;

კვიპროსი - $4.2 მლნ, 5 350 ტონა.

შედარებით მცირე მოცულობებით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი იანვარ-ივნისში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, ისრაელიდან, მალტიდან, ბელარუსიდან, კორეიდან, ირანიდან და საფრანგეთიდან განხორციელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა