თეგებით ძიება

ავტომობილების რეექპორტიორების 90%-ზე მეტი ინდმეწარმეა - ვის გაჰყავს მანქანები საქართველოდან

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 2 464-მა სუბიექტმა განახორციელა საიდანაც 90%-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმეა. ამის შესახებ კვლევას IDFI ავრცელებს.

ამასთან, ორგანიზაციამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის შესახებ, რომლებმაც 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობით რეექსპორტი განახორციელეს.

თუმცა, როგორც IDFI-ს მკლევარები აღნიშნავენ, საქსტატი მხოლოდ კომპანიების ჩამონათვალს გასცემს (რომელიც არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით), შესაბამისად, უცნობია ავტომობილების მთლიან ექსპორტში ამ TOP -10 კომპანიის საერთო წილის ოდენობა.

ვის გაჰყავს ყველაზე მეტი მანქანა საქართველოდან

IDFI-ს გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად, 2025 წლის პირველ კვარტალში ავტომობილების 10 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია

  • შპს ბი თუ ბი
  • შპს გარაჟ შოპი
  • შპს გლობალ აუტო იმპორტ
  • შპს თბ ექს
  • შპს კავკასუს ავტომოტორსი
  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი
  • შპს კარომოტო.ჯე
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს ქარექსპრესსი
  • შპს ქარსინდიგო გე

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ TOP-10 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების სიაში არ გვხდებიან ინდ.მეწარმეები და მათ ნაწილს საქართველოს ბაზარზე მოქმედი უმსხვილესი კომპანიები წარმოადგენენ.

„რეექსპორტის ყველაზე დიდი წილი სწორედ ამ კომპანიებზე მოდის. მათ შორის, ცალკეული კომპანიის შემთხვევაში გვხვდება ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებული წარმომადგენლობები და შვილობილი კომპანიები, ასევე სიაშია ყაზახეთის მოქალაქის მონაწილეობით შექმნილი კომპანია. თუმცა, თითოეული კომპანია რა მასშტაბის ექსპორტს ახორციელებს შუა აზიის ქვეყნებში, უცნობია.

ტოპ-10 ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ კომპანიას შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გასულ წელს დარეგისტრირდნენ, მაგალითად, შპს "ქარსინდიგო გე", რომელიც 2024 წლის მაისშია რეგისტრირებული და შპს "კარომოტო.ჯე" რომელიც 2024 წლის აპრილშია რეგისტრირებული. კარომოტოს დამფუძნებლები და 50-50%-იანი წილის მფლობელები საქართველოს და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ავტომობილებს აუქციონებზე ძირითადად აშშ-ში ყიდულობს. INDIGO CARS კი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომლის ძირითად მიმართულებას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტი წარმოადგენს“,- აღნიშნულია კვლევაში.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა