ივნისში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა - „გალტ ენდ თაგარტი“
2025 წლის ივნისში, საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
პუბლიკაციის თანახმად, ზრდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, წარმოების, ფინანსური და სადაზღვევო, ტრანსპორტისა და შენახვის, ასევე ვაჭრობის სექტორების აქტივობებით იყო განპირობებული, ხოლო ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორები შემცირდა.
ასევე, იანვარ-ივნისის პერიოდში, რეალური მშპ-ის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 8.3% შეადგინა.
„გალტ ენდ თაგარტი“ პროგნოზირებს, რომ 2025 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 7.5%-იანი იქნება.