თეგებით ძიება

საპროექტო ტერიტორია 70 ჰექტარია - რისი მოწყობა იგეგმება ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ

ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ პარკის მოწყობა იგეგმება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.

„საპროექტო არეალი მოიცავს წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზასა და ყოფილი პარლამენტის შენობას შორის ტერიტორიას, სავარაუდო ფართით - 70 ჰა,“ - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ახალი პარკის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები, გამწვანება, განათება, უსაფრთხოების სისტემები და ა.შ.

კერძოდ, დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე იგეგმება შემდეგი ინფრასტრუქტურის მოწყობა:

  • საბავშვო სათამაშო სივრცეები (ასაკობრივი დიფერენციაციით);
  • სპორტული ზონები (ღია მოედნები, სავარჯიშო სივრცეები);
  • რეკრეაციული ზონები – დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები;
  • საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკების ქსელი;
  • ახალი სხვადასხვა დანიშნულელბის შენობა-ნაგებობები;
  • არქიტექტურული ობიექტები (მაგ. პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მომსახურების ინფრასტრუქტურა, პერგოლები და სხვა);
  • კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები (ღია სცენა, პავილიონი, ღონისძიებების მოედანი და სხვა);
  • ლანდშაფტური და წყლის ობიექტები (მაგ. წყლის სარკე, დეკორატიული ტბა, შადრევნები);
  • ავტოპარკინგი;
  • ჭადრაკის მაგიდები;
  • სასმელი წყლის შადრევნები;
  • ფურნიტურა.

„გასაწევი მომსახურება შედგება 4 ძირითადი ეტაპისგან, რომლებიც ეტაპობრივად ჩაბარდება დამკვეთს. მომსახურების მიწოდების პირველი სამი ეტაპის საერთო ვადა შეადგენს 8 თვეს, რაც აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა