Chatgpt ყოველდღიურად 2.5 მლრდ კითხვას პასუხობს - დეტალები
კომპანია Axios-ის მიერ მოპოვებული მონაცემების, რომელსაც OpenAI-ც ადასტურებს, თანახმად, Chatgpt ყოველდღიურად 2.5 მლრდზე მეტ კითხვას პასუხობს.
აღსანიშნავია, რომ 2.5 მლრდ კითხვიდან 13.2% შედის აშშ-იდან, რაც 330 მლნ-ს შეადგენს.
მონაცემების მიხედვით, Chatgpt-ის მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტს ყოველწლიურად 912.5 მლრდ-ზე მეტ მოთხოვნას უგზავნიან.
OpenAI-ის წარმომადგენელმა, რობ ფრიდლანდერმა, The Verge-ს დაუდასტურა, რომ Axios-ის მიერ გავრცელებული რიცხვები სწორია.
იმის ფონზე, რომ Chatgpt-ის ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ Google-ის წლიურ 5-ტრილიონიან საძიებო მოთხოვნას დაეწიოს, ზრდა მაინც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
Chatgpt-ის ყოველკვირეული მომხმარებელთა რაოდენობა გასული წლის დეკემბერში 300 მლნ გახლდათ, მარტში კი ამ რიცხვმა უკვე 500 მლნ-ს გადააჭარბა.
Reuters-ის მიერ ივლისის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, OpenAI უახლოეს კვირებში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ბრაუზერის ჩასაშვებად ემზადებოდა, რაც პირდაპირ Google Chrome-ისთვის კონკურენციის გაწევისკენ არის მიმართული.