გზების დეპარტამენტს ქონებების გამოსყიდვა დაევალა - ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობა იგეგმება
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან.
განკარგულებით მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ადგილზე საავტომობილო გზის მშენებლობა დაავალა.
ამავე დროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი ქონებების გამოსყიდვა.
განკარგულებით, საქართველოს რკინიგზას დაევალა სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების მშენებლობის განხორციელება. ასევე, ხობი-ანაკლიის მონაკვეთში სპეციალური სიგნალიზაციის მოწყობა.
„ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროცესების კოორდინაციისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი“, - აღნიშნულია განკარგულებაში.