ივლისში ყოველთვიური ხელფასი 997 190-მა პირმა აიღო - როგორია კატეგორიების მიხედვით გადანაწილება
2025 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ყოველთვიური ხელფასის მიმღები პირების რაოდენობა თითქმის უცვლელი დარჩა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში.
ამავე პუბლიკაციის მიხედვით, ივლისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 2.5%-ით გაიზარდა ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რიცხვი. კერძოდ, კვლევის თანახმად, ივლისში ხელფასი აიღო 997 190 პირმა.
„2025 წლის ივლისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 11.9%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2025 წლის ივლისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 36.1%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 4.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წლის ივლისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.1%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია PMCG-ის ბაზრის მიმოხილვაში.