რომელი კომპანიები ლიდერობენ ევროპულ ბაზარზე?
ევროპის რეგიონში არაერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიაა დაფუძნებული, რომელთაც ინვესტორები მრავალ მილიარდ დოლარად აფასებენ.
თუკი ამერიკული კომპანიების შემთხვევაში, ტექნოლოგიური გიგანტების დომინაციაა, ევროპული ტოპ ათეული საკმაოდ განსხვავებულია, სადაც შეხვდებით როგორც მოდის გიგანტებს, ასევე ფარმაკოლოგიურ კომპანიებს და ინდუსტრიულ ჰოლდინგებს.
ევროპული რეიტინგის სათავეში ამჟამად გერმანული SAP იმყოფება, რომელიც ERP-ბაზრის გლობალური ტიტანი და გერმანიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კომპანიაა.
აღსანიშნავია, რომ წელს უკვე რეიტინგის სათავეში ვეღარ ვხედავთ დანიურ Novo Nordisk-ს, რომლის შეფასება პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 70%-ით არის შემცირებული. ასევე, ჩამოქვეითებულია ბერნარ არნოს LVMH, რომლის კაპიტალიზაცია თითქმის განახევრებულია.
ამჟამინდელი მდგომარეობით, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი ევროპული კომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- SAP - $317 მლრდ (გერმანია)
- LVMH - $304 მლრდ (საფრანგეთი)
- ASML - $292 მლრდ (ნიდერლანდები)
- Prosus - $266 მლრდ (ნიდერლანდები)
- Roche - $263 მლრდ (შვეიცარია)
- Hermes - $257 მლრდ (საფრანგეთი)
- Novo Nordisk - $254 მლრდ (დანია)
- L’Oreal - $248 მლრდ (საფრანგეთი)
- AstraZeneca - $247 მლრდ (ბრიტანეთი)
- Novartis - $245 მლრდ (შვეიცარია)