თეგებით ძიება

ევროპისა და კავკასიის მოსახლეობის მიმოხილვა - რა მდგომარეობაა საქართველოში?

10 მლნ. კვ.კმ-ზე გადაჭიმულ კონტინენტზე ჯამში 750 მლნ.-მდე ადამიანი ცხოვრობს, ანუ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეათედი. ყველაზე დიდი ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით - რუსეთი 144 მლნ. (რადგან ნაწილობრივ ევროპის კონტინენტზეა), გერმანია 83 მლნ. დიდი ბრიტანეთი 67 მლნ. და საფრანგეთია 66 მლნ.

ევროპის ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნები კი ასე გამოიყურება: ვატიკანი (~800), სან მარინო (~33 - 38 ათასი), მონაკო და ლიხტენშტეინი (~41 ათასი). 

2001–2020 წლებში მოსახლეობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ლუქსემბურგში (+43%), მალტაში (+31%), ირლანდიასა და კვიპროსზე (~+27-30%).

კლება განიცადეს პოსტ-სოციალისტურმა ქვეყნებმა: ლიტვა - 20%, ლატვია - 19% (2001–2020-ზე), ბულგარეთი - 11%, ხორვატია -10%.

გერმანიაში, ავსტრიასა და ესტონეთში შობადობა ძლიერ დაბალია, ერთ ქალზე მხოლოდ 1.3 ბავშვი მოდის.

ევროკავშირის მოსახლეობის 76% ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 24% სოფლად. ბოლო პერიოდში დაჩქარდა ურბანიზაციის ტემპი. 

რაც შეეხება საქართველოს. 2024 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 3,705,000 ადამიანია. 62% (34% თბილისში) ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 38% სოფლად. მოსახლეობა ბოლო 35 წლის მანძილზე მუდმივ კლებას განიცდის. 1 ქალზე მოდის 2 ბავშვი. 1989 წლის აღწერით 5.4 მლნ. მოსახლე იყო, 2002 წელს - 4.4, ხოლო 2014 წელს 3.7 მლნ. მოსახლეობა ბოლო 30 წელიწადში 30%-ით შემცირდა. ქვეყნის გარეთ დაახლოებით 900,000 ქართველი ემიგრანტია. 

სომხეთში 1 ქალზე 1.65 ბავშვი მოდის, ახერბაიჯანში კი 1.96. სომხეთის მოსახლეობა 2.9 მილიონია, ხოლო აზერბაიჯანის 10.2 მლნ. (ურბანიზაცია: 64 და 58%).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა