რომელ საქმიანობებში არიან დასაქმებული საქართველოში? - სტატისტიკა
2025 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.1 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 55.9 პროცენტი - კაცი.
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 230 987;
- დამამუშავებელი მრეწველობა - 91 947;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 74 867;
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 64 651;
- მშენებლობა - 63 651;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 49 792;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდებების საქმიანობები - 42 902;
- პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 25 480;
- განათლება - 24 831;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 22 873;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 20 425;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 19 714;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა - 17 062;
- ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 16 949;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 16 743;
- სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 11 661;
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 11 102;
- სხვა სახის მომსახურება - 7 051.