თეგებით ძიება

საქართველოში საშუალო ხელფასი 2,212-მდე გაიზარდა - საქსტატი

2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 2,212 ლარამდე გაიზარდა - რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტია.

ეს თანხა საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით ხელზე 1770 ლარს ნიშნავს. შესაბამისად, საქსტატის თანახმად, საქართველოში საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით საშუალო ხელფასი 1770 ლარია.

"2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 242.3 ლარი (10.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
  • მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 2,553 ლარის ხელფასი თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1,122 ლარის ოდენობით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა