თეგებით ძიება
12. 07. 2016 News-ები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორცხელში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმაურება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორცხელში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.

პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ძალადობის პრეცენციისთვის, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფომ ადეკვატური სამართლებრივი პასუხი უნდა გასცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივის ასპარეზად აქვთ წარმოდგენილი. ეფექტური გამოძიება შესაძლო მომავალი ძალადობის პრევენციისთვისაც განსაკუთრებით აუცილებელია, ეს იქნება სწორი გზავნილი მათთვისაც, ვისთვისაც არჩევნები არა პოლიტიკური, არამედ ფიზიკური დაპირისპირების ჭრილში აქვთ წარმოდგენილი,"- განაცხადა ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა