თეგებით ძიება
18. 12. 2016 News-ები

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ალეპოს ევაკუაციასთან დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ალეპოს ევაკუაციასთან დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავს. საფრანგეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი ქალაქში დამკვირვებლების გაგზავნასა და ევაკუაციის პროცესის მონიტორინგს ითვალისწინებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს კენჭისყრის დროს სირიის ხელისუფლების მთავარი მოკავშირე რუსეთი. ქვეყანაში 2011 წელს, კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში 6 რეზოლუცია დაბლოკა.

ალეპოდან ევაკუაციას ამ დრომდე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ამბოხებული ელოდება, ამ მიზნით ქალაქის შესასვლელთან 50-ზე მეტი სამგზავრო ავტობუსია მობილიზებული.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა