მოსალოდნელი ტრანსფერი: მათე ცინცაძეც პოლონეთისკენ?
თბილისის "დინამოს" 21 წლის ნახევარმცველ მათე ცინცაძის გადაბირება პოლონეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ შჩეცინის "პოგონს" სურს. ამ დროისთვის ეს გუნდი პოლონეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა.
კომენტარისთვის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველ ლევან სალუქვაძეს დავუკავშირდით.
"პოგონის" მხრიდან ინტერესი მართლაც არის. პოლონური კლუბის წარმომადგენლები ცინცაძეს უშუალოდ თამაშის დროსაც დააკვირდნენ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ჯერ ვერ ვიტყვით, თუმცა ოპერატიულად გაცნობებთ", - გვითხრა სალუქვაძემ.
წყარო: sportall.ge