თეგებით ძიება

"დიდი ხანია ვცდილობ, დუმილი ვარჩიო, მაგრამ!...აჭრელებულია ჩემი მესენჯერი" - რას წერს ლალი მოროშკინა კეკელიძეზე?

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მწერალ, გიორგი კეკელიძის შესახებ წერს და ძალოვან უწყებებს მიმართავს.

"დიდი ხანია, ვცდილობ, დუმილი ვარჩიო,

მ ა გ რ ა მ!!

...ამ ბიჭის "აი ლაითად" რომ ვთქვათ, გადახრებზე აჭრელებულია ჩემი მესენჯერი.

საშინელი წასაკითხი და გასააზრებელია!!!

შსს!!!

პროკურატურა!!!

სოც.სამსახურები!!!!", - წერს მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 7-9 მარტს გამართული აქციების დროს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის სტიპენდიაზე. მიზეზი მისმა დამ განმარტა. სოფია კენჭიაშვილი მწერალ გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მწერალს სოლიდარობას უცხადებენ კოლეგები და საზოგადოების რიგითი წამომადგენლები. კეკელიძისადმი აგორებულ კამპანიას კი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა