10 საკვები პროდუქტი, რომლებიც გათბობაში დაგეხმარებათ
ბოსტნეული
ბოლოკი და კარტოფილი ზამთრის ის აუცილებელი საკვებია, რომელიც ხელს უწყობს კვებითი მეტაბოლიზმის შენარჩუნებას. ამ პროდუქტების მონელებას დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად ეს დაგეხმარებათ სხეულის ტემპერატურის ამაღლებაში.
ნახშირწყლები
იმის გამო, რომ ძალიან ცივა, შეიძლება უფრო მეტად გშიოდეთ, მაგრამ ბევრს ნუ შეჭამთ - მიირთვით ჭკვიანურად!
მარტივი ნახშირწყლები, როგორიცაა შოკოლადის ფილა, ორცხობილა და მსგავსი სასუსნავები, ძალიან სწრაფად შეიწოვება, ასე რომ, ისინი დიდხანს არ გაგათბობენ. უმჯობესია, დღე დაიწყოთ შვრიის ან ნებისმიერი სხვა ფაფით, რათა დიდხანს გქონდეთ სითბოს შეგრძნება სხეულში.
ბანანი
ბანანი შეიცავს B ვიტამინს და მაგნიუმს, რაც ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებას. ეს ჯირკვლები ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირებას. ასე რომ, დღეში ერთი ბანანი, დაგიცავთ სიცივისგან.
კვერცხი
კვერცხს ხშირად უწოდებენ „ენერგიის წყაროს“ - ის არა მხოლოდ ატენიანებს თქვენს სხეულს, ასევე მდიდარია ცილებითა და ვიტამინებით. კვერცხს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს ზამთარში ინფექციებთან ბრძოლაში.
კოფეინი
კოფეინი აძლიერებს მეტაბოლიზმს, რამაც შეიძლება გაზარდოს თქვენი სხეულის ტემპერატურა, ასე რომ, არ ითაკილოთ, მშვიდად დაისხით და მიირთვით კიდევ ერთი დამატებითი ჭიქა ყავა!
ცხელი ჯანჯაფილის ჩაი
ჯანჯაფილს შეუძლია თერმოგენეზის (სხეულის სითბოს გამომუშავება) სტიმულირება და ასევე არის დიაფორეზული (სხეულის შიგნიდან გარეთ გათბობა) პროდუქტი - ასე რომ, ცხელი ჯანჯაფილის ჩაი გაორმაგებულ სითბოს მოგცემთ!
თუ ჯანჯაფილის ჩაის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ ჯანჯაფილი დაუმატოთ სუპებს, ან ჩაშუშულს.
სანელებლები
დარიჩინი, სეზამის მარცვლები და წიწაკა შესანიშნავი სანელებლებია ორგანიზმში სითბოს ასამაღლებლად. დარიჩინი განსაკუთრებით უხდება ცხელ შოკოლადს, ლატეს, ასევე ძალიან უხდება წვნიან კერძსაც. წიწაკა (თეთრი ან შავი) და სეზამი შესანიშნავია ზამთარში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. წიწაკა გვიცავს გრიპისგან. სეზამი კი ებრძვის ისეთ რესპირატორულ დაავადებებს, როგორიცაა პნევმონია, ბრონქიტი და ასთმა.
რკინით მდიდარი საკვები
თუ ხელები და ფეხები ყოველთვის ცივი გაქვთ, შეიძლება გქონდეთ რკინის დეფიციტი ან ანემია. ამიტომ მიირთვით წითელი ხორცი, ისპანახი, შავი ლობიო (რომელიც ასევე ცილის შესანიშნავი წყაროა), ფრინველის ხორცი, ოსპი და რკინით გამდიდრებული სხვა მარცვლეული კულტურა.
ჩირი და თხილი
მოაყარეთ ჩირი ან თხილი შვრიის ფაფას, ან უბრალოდ მიირთვით ის მთელი დღის განმავლობაში. თხილი, ნუში, ქეშიუ და ქიშმიში, გამოიმუშავებს ორგანიზმში სითბოს და ასევე დაგეხმარებათ ანემიასთან ბრძოლაში, უბრალოდ დაიცავით ზომიერება.
წყალი
ცივ ამინდში ნაკლებად გვწყურდება - მაგრამ წყალი ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირებას. როდესაც დეჰიდრირებული (გაუწყლოვნებული) ხართ, სხეულის ტემპერატურა ეცემა, ამიტომ ყოველთვის თან გქონდეთ წყლით სავსე ბოთლი.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, გვერწმუნეთ, ზამთრის ცივ დღეებს ბევრად სასიამოვნოდ გაატარებთ.
წყარო : TREND.