თეგებით ძიება
15. 04. 2020 News-ები

ცხრა ტიტის გაყიდვისთვის 3.000 ლარით დაჯარიმებულ მეყვავილეს, რომელიც ობოლ შვილიშვილებს უვლის, ჯარიმის ფული მოქალაქეებმა აუგროვეს

"ფეისბუქზე" ამ ამბის გახმაურების შემდეგ ჯარიმის ფულის შეგროვება მოქალაქეებმა დაიწყეს და სულ რაღაც 2 საათში 3.000 ლარი შეაგროვეს, რომელიც დაჯარიმებულს გადაეცემა.
73 წლის მიშა ყარაულაშვილი ბზობის დღესასწაულზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტების გაყიდვის გამო დააჯარიმეს.
შემთხვევა თელავში მოხდა. ყარაულაშვილს ერთ თვეში 3.000 ლარის გადახდა მოუწევდა, რომ არა საზოგადოების მხარდაჭერა: "ფეისბუქზე" ამ ამბის გახმაურების შემდეგ ჯარიმის ფულის შეგროვება მოქალაქეებმა (ძირითადად, "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ჯგუფში, რომელიც მსგავსი საქველმოქმედო ნაბიჯებით გამორჩეულია ინტერნეტსივრცეში) დაიწყეს და სულ რაღაც 2 საათში 3.000 ლარი შეაგროვეს, რომელიც დაჯარიმებულს გადაეცემა.
მიშა ყარაულაშვილი ობოლ შვილიშვილებს ზრდის. დაჯარიმების დღეს მან სულ ცხრა ტიტის გაყიდვა მოასწრო.
"პოლიციელებს ვეხვეწებოდი, არ დამაჯარიმოთ, ობოლ შვილიშვილებს ვზრდი-მეთქი, მაგრამ მაინც არ შემიბრალეს", - ამბობს მეყვავილე.
შეგახსენებთ, 3.000 ლარიანი ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სოციალური დისტანციის დაუცველობისთვისაა დაწესებული. 14 აპრილს ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ ჯარიმების გამკაცრება არა, მაგრამ აღსრულების გამკაცრება იგეგმება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა