ჯანდაცვის მინისტრი: გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი კორონავირუსი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს კორონავირუსის ინფექცია უსიმპტომოდ ჰქონდათ გადატანილი.
მინისტრის თქმით, ასეთი ადამიანების კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და ნაწილზე დღემდე მიმდინარეობს მონიტორინგი.
„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომელბსაც არ უდგინდბოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი გამოკვლეულია და ამ ადამიანებში გვყავს ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღემდე მიმდინარეობს. ის პაციენტები სტაციონარში არ ყოფილან“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
წყარო:newposts.ge