8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები საერთოდ ნახსენები არ ყოფილა - კალაძე შეთანხმების ჩაგდებაში ოპონენტებს ადანაშაულებს
"ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა" - დედაქალაქის მერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო თემასთან დაკავშირებული შეთანხმება ჩავარდება, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე საუბარი არ ყოფილა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა. 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები საერთოდ ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არ არის ნახსენები - ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს და მოისმინოს ის განცხადებები რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე, შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდა ოპოზიცია. შესაბამისად, ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა"- განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო:newposts.ge