თეგებით ძიება
19. 05. 2020 News-ები

ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტას და ამერიკის წევრობის საკითხის გადახედვას აპირებს

დონალდ ტრამპი ტვიტერის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს წერილს, რომელიც მან გაუგზავნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი იმუქრება, რომ აუცილებლად შეაჩერებს მისი ქვეყნის მხრიდან ფინანსურ კონტრიბუციას.

იგი აღნიშნავს, რომ მუდმივ დაფინანსება შეწყვეტს ჯანმოსთვის და აგრეთვე განმარტავს, რომ ამერიკა დატოვებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, თუ სიტუაციის არსებითი გაუმჯობესებები არ გახდება თვალსაჩინო 30 დღის ვადაში. ტრამპი ტვიტერზე აქვეყნებს ოფიციალური წერილის ფოტო ვერსიებს, სადაც იგი საუბრობს ჯანმოს მიერ სარწმუნო ცნობების იგნორირებაზე უხანიდან ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, 2019 წლის 30 დეკემბერს, როცა უკვე საფრთხე რეალური იყო, მაშინაც არ განაცხადეს ჯანმოში რეალური სიტუაციის შესახებ, როცა მათთვის ცხადი იყო ჩინეთში არსებული ეპიდემიური მდგომარეობის ნიშნები. ტრამპი ორგანიზაციას ჩინეთის მარიონეტად მოიხსენიებს, რომელმაც არაფერი გააკეთა კორონავირუსის შეკავებასთან დაკავშირებით. „ამერიკის შეერთბული შტატები ორგანიზაციას უხდის $450 მილიონ დოლარს, ჩინეთი კი მხოლოდ $38 მილიონს, თუმცა ისინი მაინც ჩინეთის მარიონეტები არიან“.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა