რუსეთში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა- საავადმყოფოებში 220 000 კოვიდ ინფიცირებული აქტიური პაციენტია
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების აქამდე არსებულ მონაცემებს შორის რეკურდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა-უკანასკნელ 24 საათში 8764 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით და 135-ი შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა.
ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი უკვე 85 392-ს აღემატება. აქტიური პაციენტების რაოდენობა 220 341-ს შეადგენს, რაც ამერიკის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უკვე 15 დღეზე მეტია რაც არ ვრცელდება ინფორმაცია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობასთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა აზრით, ხელისუფლება გამიზნულად მალავს კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალურ ციფრებს. აღმოსავლეთ რუსეთის რეგიონებში კი გარდაცვლილთა უდიდეს ნაწილს, რომელთა ფატალური შემთხვევის მიზეზი კორონავირუსი იყო, გამომწვევ მიზეზად სიმსივნეს, გულის შეტევებსა და პნეუმონიებს უფიქსირებენ.
წყარო:newposts.ge