თეგებით ძიება

ვინ გამოიგონა მაცივარი და რატომ ღირდა ის ავტომობილ „Ford“-ზე ორჯერ ძვირი?

რამდენიმე საუკუნის წინ ჩვენი წინაპრები საკვები პროდუქტების შესანახად თოვლით ან ყინულით სავსე კონტეინერებს იყენებდნენ. კითხვაზე, ვინ და როდის გამოიგონა პირველი მაცივარი სამეცნიერო წყაროებში შეიძლება განსხვავებული პასუხები ნახოთ. მათ შორის ყველაზე პოპულარულია უილიამ კალენისა და თომას მურის სახელები, თუმცა, მაცივრის ნამდვილი შემქმნელი ამერიკელი ოლივერ ევანსი გახლავთ. 1805 წელს მან შეიმუშავა მაცივრის მოდელი, რომელიც ორთქლის შეკუმშვის პრინციპზე მუშაობდა.

სიცივის თვისებების შესახებ ხალხმა უძველესი დროიდან იცოდა. მაგალითად, ძველ სპარსეთში ყინული მთებიდან უდაბნოში მიჰქონდათ და მიწისქვეშა ოთახებში ინახავდნენ. ზაფხულობით სპარსელები ყინულს თაფლსა და ხილს უმატებდნენ, ნაყინს ამზადებდნენ და ყიდდნენ.

ერთხანს, მაცივრად იყენებდნენ ერთმანეთში აზელილი თიხის, კირისა და თხის ბეწვისგან აგებულ ოთახებს. ასეთი სამშენებლო მასალისგან აგებული ოთახი ტემპერატურას დიდხანს, თერმოსივით ინარჩუნებდა და ყინულის დნობას ხელს უშლიდა.

კორეასა და რუსეთში სამაცივრე ოთახებს თბოიზოლაციური თვისებების მქონე ქვის ბლოკებით აშენებდნენ. ნამდვილი მაცივრის გამოგონება ცივილიზაციურ განვითარებაში უდიდესი ნახტომი იყო, რადგანამის შემდეგ ადამიანის კვება უფრო და უფრო ხარისხიანი ხდებოდა.

 

кто изобрел холодильник

ვინ და როდის გამოიგონა პირველი მაცივარი?

1748 წელს შოტლანდიელმა ექიმმა უილიამ კულენმა პირველად ააწყო  მოწყობილობა თანამედროვე მაცივრის მსგავსი მუშაობის პრინციპით. სხვათა შორის, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი საყოფაცხოვრებო მაცივარი გამოვიდა, ფორდის მანქანაზე ორჯერ მეტი ღირდა.

1756 წელს უილიამ კალენმა ხელოვნური ყინული შექმნა.

1800 წელს ამერიკელმა თომას მურმა ფოლადის სქელი ფურცლებისგან კონტეინერი შექმნა, რომელიც გარედან კურდღლის ბეწვით იყო დაფარული და ყინულით სავსე კასრში იდო.

1805 წელს ოლივერ ევანსმა სამაცივრო მანქანა წარმოადგინა, რომელიც ორთქლის შეკუმშვის პრინციპით მუშაობდა. ევანსის მოწყობილობის საფუძველზე შეიქმნა მაცივარი, რომელსაც დღეს ვიყენებთ.

მე -19 საუკუნეში გაჩნდნენ ე.წ. "ყინულის მეფეები" - ადამიანები, რომლებმაც ყინულის გაყიდვით დიდძალი ქონება იშოვეს. „ყინულის მეფეები“ ზამთარში მდინარეებიდან და ტბებიდან ყინულს იღებდნენ და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ავსტრალიაში, ბრაზილიასა და ინდოეთში ყიდდნენ.

1834 წელს ამერიკელმა ჯეიკობ პერკინსმა მაცივრის საკუთარი ვერსია შექმნა. ის ნაკლებად პრაქტიკული აღმოჩნდა, ამიტომ მწარმოებლები ვერ დააინტერესა.

когда изобрели холодильник

1844 წელს ექიმმა ჯონ გორიმ საავადმყოფოში ჰაერის გასაგრილებლად მოწყობილობა (თანამედროვე გაგებით, კონდიციონერი) შექმნა.

1850 წელს ფრანგმა ედმონდ კარემ შექმნა მაცივარი, რომელიც წყლისა და ამიაკის ნარევზე მუშაობდა.

1855 წელს მსოფლიოში პირველი მაცივარი გაიყიდა. ის ინგლისელმა ჯეიმს ჰარისონმა ააწყო, მყიდველი კი ავსტრალიური ლუდსახარში იყო.

1862 წელს ედმონდ კარეს ძმამ, ფერდინანდმა ლონდონის გამოფენაზე მაცივრის გაუმჯობესებული მოდელი წარადგინა. დანადგარი საათში 200 კგ-მდე ყინულს აწარმოებდა. სწორედ ამ მოდელმა ჩაუყარა საფუძველი პირველი სამაცივრო გემის მშენებლობას. თუმცა, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის პროექტი მოსახერხებელი არ იყო: ფრანგების მაცივრები კომპრესორის გარეშე მუშაობდნენ, ანუ ნახშირით ან ხით უნდა გაცხელებულიყვნენ.

1879 წელს გერმანელმა არისტოკრატმა კარლ ფონ ლინდემ გამოიგონა მოწყობილობა ამიაკის კომპრესორით. ეს მოწყობილობა განსაკუთრებით საკვების მწარმოებლებსა და სასაკლაოებს მოეწონათ.

1899 წლის 8 აგვისტოს ამერიკელმა გამომგონებელმა ალბერტ მარშალმა მაცივარი დააპატენტა და ეს სამაცივრო დანადგარების ისტორიაში პირველი პატენტია.

история создания холодильника

1910 წელს აშშ-ში პირველი სახლის (საყოფაცხოვრებო) მაცივარი გამოჩნდა. ის $1000-ზე მეტი ანუ ორჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე Ford-ის ავტომანქანა. კომპანია, რომელიც სახლის მაცივრებს აწარმოებდა, 40 ერთეულის გაყიდვის შემდეგ გაკოტრდა.

1901 წელი პირველი რუსული მაცივარი გამოჩნდა. ის პეტერბურგში, ადოლფ კრენცის საწარმოში შეიქმნა.

1927 წელს General Electric-მა მოსახერხებელ და შედარებით იაფი მაცივრის მოდელი - Monitor Top შექმნა. წინა ვერსიებთან შედარებით უხმაურო და მოსახერხებემა მოდელმა მომხმარებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კომპანიამ Monitor Top-ის მილიონზე მეტი ერთეული გაყიდა.

მას შემდეგ მაცივრების ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება. დღეს, მაცივარი სამზარეულოს ტექნიკის კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნივთია. დიდი ხანია, მაცივარი ფუფუნების საგნად აღარ ითვლება. მეტიც,  ის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი და აუცილებელი ნივთია!

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა