თეგებით ძიება

როგორ მუშაობდა და რატომ გაქრა საბჭოთა საყოფაცხოვრებო ტექნიკა?

სსრკ-ში საყოფაცხოვრებო ტექნიკა მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების საგანი არ ყოფილა — ის სტატუსის სიმბოლო, საოჯახო სიწმინდე და ზოგჯერ, ანეკდოტების პერსონაჟადაც კი გახლდათ. გახსოვთ ბებიას მაცივარი „ზილი“, რომელიც ტრაქტორივით ხმაურობდა, მაგრამ 1965 წლიდან მოყოლებული, პროდუქტებს შესანიშნავად ყინავდა. ან სარეცხი მანქანა „მალიუტკა“, რომელიც მშვენივრად რეცხავდა, მაგრამ არ ავლებდა და წურავდა. საბჭოთა ტექნიკა ზოგ თანამედროვე მოწყობილობაზე დიდხანს და გამართულად მუშაობდა,   მაგრამ საბჭოთა კავშირთან ერთად გაქრა. გაინტერესებთ, ასე რატომ მოხდა? 

Музей бытовой техники

მაცივრები. საბჭოთა ტექნიკა მარადიულობისთვის იქმნებოდა — დიზაინი მეორეხარისხოვანი იყო. „ზილი“, „სარატოვი“, „მინსკი“, „ზილ-მოსკვა“ 100 კილოგრამამდე წონის, ხმაურიანი დანადგარები იყო. მათი კომპრესორები ფრეონზე მუშაობდნენ. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ მოდელის ბევრი მაცივარი დღემდე შემორჩა და მუშაობს.

Какой была Советская бытовая техника / Назад в СССР / Back in USSR

სარეცხი მანქანები.  „ვიატკა-ავტომატი“ 1980-იანი წლებში გამოჩნდა. ის პირველი ნახევრადავტომატური ტაიმერიანი მანქანა, საბჭოთა კავშირის სიამაყე და იტალიური „არისტონის“ ლიცენზირებული ასლი იყო. დეფიციტის გამო, ამ სარეცხ მანქანას  ხშირად „დახლსქვემოდან“ ყიდულობდნენ.

Советские чудеса бытовой техники

„მალიუტკა“ — პატარა სარეცხი მანქანა. მის მფლობელებს გარეცხილი სარეცხის სუფთა წყალში გავლება ტაშტში უწევდათ და ხელით წურავდნენ, სამაგიეროდ, მანქანა მხოლოდ 40 მანეთი ღირდა (როცა საშუალო ხელფასი 120-150 მანეთი იყო.) 

Любимые бренды техники СССР: что производили и чем гордились | KOLBIN  REVIEW | Дзен

ტელევიზორები. „რეკორდი“, „ჰორიზონტი“, „რასსვეტი“.  1980-იანი წლების „ჰორიზონტი“ ძალიან მძიმე იყო და ღუმელივით ხურდებოდა. საბჭოთა მოქალაქეები ტელევიზორის ანტენას ხელით ატრიალებდნენ. საჭირო არხის პირველ ცდაზე დაჭერას მხოლოდ იღბლიანები ახერხებდნენ. 

Музей бытовой техники

მტვერსასრუტი. „რაკეტა“ და „ურალეცი“ ისე ხმაურობდნენ, როგორც ავიაგამანადგურებლები, სამაგიეროდ, იატაკიდან ლურსმნებსაც კი ისრუტავდნენ. 

Отличная советская техника — Путин позвонит

რატომ გაქრა სსრკ-ს ტექნიკა?

ბაზარი. საბჭოთა ქარხნები სახელმწიფო გეგმით და არა მოთხოვნით მუშაობდნენ. დიზაინი, ენერგოეფექტურობა და კომფორტი ნაკლებად აინტერესებდათ.1990-იან წლებში, როცა ბაზარზე უხმაურო და კომფორტული „სამსუნგი“ და „ბოში“ გამოჩნდა, ეს მოწყობილობები ყოფილი საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლებს ფანტასტიკად მოეჩვენათ.

ტექნოლოგიური ჩამორჩენა. სსრკ-ში არ არსებობდა მიკროსქემების, სენსორების ან ინვერტორული ძრავების მასობრივი წარმოება. კონდიციონერები და ჭურჭლის სარეცხი მანქანები ნამდვილი ეგზოტიკა იყო. თუნდაც ისეთ მოდელი, როგორიც „ვიატკა-ავტომატია“, დასავლურ ანალოგებს 10-15 წლით ჩამორჩებოდა.

მომარაგება. 1991 წლის შემდეგ ქარხნებმა სახელმწიფო შეკვეთები და იაფი რესურსები დაკარგეს. ზოგი მათგანი, მაგალითად, მინსკის მაცივრების ქარხანა „ატლანტი“ გადარჩა და ექსპორტზე გადაერთო, მაგრამ უმეტესობა გაკოტრდა.

შედეგი

საბჭოთა ტექნიკა — ეს არის წარსული, რომელიც იმ დროს გვახსენებს, როცა ნივთებს საუკუნოვანი არსებობისთვის ქმნიდნენ — კომფორტის ხარჯზეც კი. თანამედროვე „ჭკვიანი“ მაცივრები თითქმის თვითონ იწერენ მაღაზიიდან პროდუქტებს, მაგრამ საეჭვოა, ათწლეულებს გაუძლონ. მეზობლის გარაჟში შემორჩენილი „ზილი“ კი უკვე აღარ არის ტექნიკა, ის ეპოქის ძეგლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა