თეგებით ძიება

"შეინარჩუნებთ თუ დაკარგავთ ქონებას განქორწინების შემთხვევაში? - მითები და რეალობა

საქართველოს ოჯახურ სამართალში განქორწინების დროს ქონების გაყოფა მნიშვნელოვანია საკითხია, რადგან როგორც მეუღლეებს, ასევე მათი შვილების ინტერესების დაცვა გულისხმობს, რომ განქორწინება არ დატოვებს მათ ქონების გარეშე.

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, მეხუთე წიგნით, საოჯახო სამართლის შესახებ.

კანონის მიხედვით ქორწინების შეწყვეტის რამდენიმე საფუძველი არსებობს, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან გარდაცვლილად გამოცხადება, განქორწინება. ეს შეიძლება მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში – მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ხოლო სასამართლოში – მხარეთა დავის შემთხვევაში.

როდესაც სასამართლო განქორწინების საკითხს განიხილავს, შესაძლოა განიხილოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის წესიც.

მეუღლეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში წარმოეშობათ პირადი და ქონებრივი უფლებები.

სწორედ ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ნაწილს წარმოადგენს თანასაკუთრება. თანასაკუთრება ლეგალური განმარტებით არის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მეუღლენი სხვაგვარად არ შეთანხმებულან საქორწინო ხელშეკრულებით.

თანასაკუთრებად ჩაითვლება ასევე, ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

თანასაკუთრებაში არსებული ქონება განსხვავდება ინდივიდუალური საკუთრებისგან, რომელიც არის  მეუღლეების ქორწინებამდე არსებული ქონება, ასევე ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება.

თანასაკუთრებაში შეძენილი ნივთები თუნდაც მეუღლეთა საერთო ხარჯებით იყოს შეძენილი, შეიძლება განაწილდეს მიზნობრივად იმის მიხედვით თუ რომელ მეუღლეს სჭირდება ის თავისი პროფესიული საქმიანობისთვის.

ეს შეიძლება ეხებოდეს მუსიკალურ ინსტრუმენტებს, საექიმო მოწყობილობას, ბიბლიოთეკას და ასე შემდეგ.

თანასაკუთრების გაყოფისას ასევე შესაძლებელია წილის კომპენსაცია, მაგალითად, თუ ერთ მეუღლეს მიეკუთვნა ისეთი ნივთი, რომლის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ამ მეუღლისთვის განსაზღვრული წილი, მეორე მეუღლის უფლებრივი მდგომარეობა დაკომპენსირდება ფულადი ერთეულით ან სხვა შესაბამისი ანაზღაურებით.

როცა თანასაკუთრების გაყოფა ქორწინების განმავლობაში ხდება, თუ მხარეების სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, ეს გაყოფა შეეხება ამ პროცესამდე არსებულ ქონებას, მომავალში შეძენილი ქონება თანასაკუთრების ნაწილი იქნება.

თანასაკუთრების გაყოფა ხდება 50-50-ზე პროპორციით, თუმცა დასაშვებია სხვაგვარი პროპორციითაც გაყოფა. ამას განაპირობებს ორი რამ, პირველი – ერთ მეუღლეს უდიდდება მისთვის მიკუთვნებული წილი თუ შრომისუუნაროა ან არასრულწლოვანი შვილები მასთან ცხოვრობენ, მეორე შემთხვევაა, როცა ერთი-ერთი მეუღლე ოჯახის საზიანოდ ხარჯავდა საერთო ქონებას.

ზემოთ მოცემული ეხებოდა აქტივებს, თანასაკუთრების გაყოფისას ასევე ნაწილდება პასივებიც – ვალდებულებები.

მეუღლეებს თანასაკუთრების გაყოფაზე მოთხოვნა სამი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

ქონების გაყოფა განქორწინების დროს, როგორც წესი, გულისხმობს სამართლიან და თანასწორ განაწილებას. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი შეიძლება იყოს საკმაოდ რთული, როცა საქმე ეხება განსაკუთრებულ ქონებას, საჩუქრებს, მემკვიდრეობას, ან სხვა პირადი აქტივობებს. სამოქალაქო კოდექსი მკაფიოდ განიხილავს, თუ რა პირობებში უნდა მოხდეს მისი მიზნობრივი განაწილება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა