რა შეგიძლიათ, გააკეთოთ, თუ მეზობლების ხმაური გაწუხებთ და ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს? - იურისტის რჩევები (ვიდეო)
"ხმაურიანი მეზობლების პრობლემა, მუდამ აქტუალური დარჩება მჭიდრო დასახლებულ პუნქტებში. როგორ უნდა მოიქცე, და არის თუ არა, საერთოდ გამოსავალი?“, - ამ საკითხზე იურისტი ვახტანგ მაჭავარიანი განმარტებას ავრცელებს.
როგორც მაჭავარიანი აცხადებს, არსებობს გამოსავალი, რომელიც კონკრეტულ წესებს შეესაბამება.
"არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე პრიმა მუხლი, სადაც განმარტებულია, თუ როგორ ისჯება ხმაურის ზომა და მისი დარღვევა, რომელიც ნორმით არის გათვალისწინებული“,- ამბობს იურისტი.